Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ


ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსმა

ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსმა
ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მისი თქმით, ამ გამოწვევათა შორისაა მისია ავღანეთში, ნატოს ურთიერთობები რუსეთთან, ასევე კიბერდანაშაული, ენერგეტიკის უსაფრთხოება და მეკობრეობა. ნატოში ჩეხეთის რესპუბლიკის მიღების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პრაღაში, სხეფერმა თქვა: "ნიშნავს ეს, რომ ერთმანეთს ვეთანხმების საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ნიშნავს ეს, რომ ვთანხმდებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას? არა. ნიშნავს ეს, რომ ჩვენთვის მისაღებია რუსეთის სურვილი, სამხედრო ბაზები ააშენოს საქართველოს ამ ორ ნაწილში, რაც უშიშროების საბჭოს 23 რეზოლუციით არის დადასტურებული? სრულიადაც არა. მოდი, ამაზე ნატო-რუსეთის საბჭოზე. ვნახოთ, სად შეგვიძლია თანამშრომლობა და ერთად მუშაობა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არც იმ საკითხების განხილვა და დისკუსია, რომლებშიც ფუნდამეტურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს."
XS
SM
MD
LG