Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 9 აპრილის


ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 9 აპრილის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან,

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 9 აპრილის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან,
დაასრულეს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება საქართველოს რეგიონებში. ოპოზიციის ლიდერთა ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში თექვსმეტ ქალაქში 56 ათასამდე მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდა. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს ბათუმში გამართა მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის", რომლის ლიდერის, ზურაბ ნორაიდელის განცხადებით, 9 აპრილს მისი პოლიტიკური გაერთიანება ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს აჭარაში.
XS
SM
MD
LG