Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ გადაწყვიტა, შეარბილოს საბანკო საიდუმლოს


შვეიცარიამ გადაწყვიტა, შეარბილოს საბანკო საიდუმლოს კანონი,

შვეიცარიამ გადაწყვიტა, შეარბილოს საბანკო საიდუმლოს კანონი,
რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევს, შვეიცარიის ბანკებში მილიარდობით დოლარი "დამალონ". ამ თანხების დიდი ნაწილი ხშირად უკანონო გზით არის მოპოვებული. როგორც შვეიცარიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, ქვეყნის კანონმდებლობას იგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად შეცვლის. ამრიგად, შვეიცარია სხვა ქვეყნებს გაუზიარებს ინფორმაციას თავისი ბანკების კლიენტებზე - თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა წარმოდგენილი იქნება სარწმუნო საბუთები იმის შესახებ, რომ ეს პირები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას.
XS
SM
MD
LG