Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის ქალაქ ჰორშემში მსოფლიოს ოცი


ინგლისის ქალაქ ჰორშემში მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის,

ინგლისის ქალაქ ჰორშემში მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის,
ე.წ. დიდი ოცეულის
ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ გლობალური ეკონომიკური კრიზისის თაობაზე სათათბიროდ. მონაწილეებმა პირობა დადეს, ქმედითი ძალისხმევა გამოიჩინონ ამჟამინდელი კრიზისის დასაძლევად. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ალისტერ დარლინგმა გახსნა. მან თქვა, რომ სრულიად დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურ უკუსვლასთან გამკლავება მოხერხდება. შეერთებულმა შტატებმა შეკრების მონაწილეებს მოუწოდა მეტი მასტიმულირებელი ზომებისკენ ეკონომიკის ზრდის გასაძლიერებლად. ევროპის ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენლის აზრით კი, პრობლემის დასაძლევად ყურადღება უნდა გამახვილდეს არა იმდენად ხარჯვაზე, რამდენადაც ბაზრის მეტ რეგულირებაზე. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დიდი ოცეულის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის შემზადება, რომელიც აპრილში გაიმართება. დიდ ოცეულში შედიან შეერთებული შტატები, იაპონია, ჩინეთი, ევროპის კავშირი, ასევე რუსეთი, ბრაზილია, სამხრეთი კორეა, თურქეთი და საუდის არაბეთი.
XS
SM
MD
LG