Accessibility links

შაბათს თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის


შაბათს თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

შაბათს თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოდაგილემ, მეთიუ ბრაიზამ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს; ასევე იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს შეერთებული შტატების მხრიდან. ბრაიზა შეხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. 9 აპრილისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ბრაიზამ თქვა, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა, კანონის ფარგლებში გამოხატოს პროტესტი, მაგრამ დასძინა, რომ ძალადობა დემოკრატიის მტერია.
XS
SM
MD
LG