Accessibility links

logo-print

პაკისტანის ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ნავაზ


პაკისტანის ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ნავაზ შარიფმა ქალაქ ლაჰორში,

პაკისტანის ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ნავაზ შარიფმა ქალაქ ლაჰორში,
მისი სახლის წინ შეკრებილ ხალხს მოწოდებით მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. შარიფის თქმით, მისი შინაპატიმრობა უკანონო, ამორალური და არაკონსტიტუციურია. პაკისტანის ოპოზიციამ დაიწყო მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო კამპანია, რომლის კულმინაცია დედაქალაქ ისლამაბადში, პარლამენტის შენობის წინ უნდა იყოს. შარიფმა თავის მომხრეებს კამპანიაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მთავრობა ვერ შეაჩერებს ხალხს. ამის შემდეგ ის გაემართა ლაჰორის ცენტრისკენ, სადაც დემონსტრანტები აქციისთვის შეიკრიბნენ.
XS
SM
MD
LG