Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო ჯარების თანახმად, მისი ოთხი ჯარისკაცი იქნა მოკლული

ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო ჯარების თანახმად, მისი ოთხი ჯარისკაცი იქნა მოკლული
ქვეყნის აღმოსავლეთში, გზის პირას მომხდარი აფეთქების შედეგად. სამხედრო ალიანსი აცხადებს, რომ დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. განცხადებაში არ არის ნახსენები დაღუპულთა ეროვნება. თავდასხმა მოხდა პროვინცია ნანგარჰარში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. კვირასვე თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა ქაბულში. იერიში მიმართული იყო საერთაშორისო სამხედრო ჯარების წინააღმდეგ, მაგრამ დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG