Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
მიესალმა პაკისტანის გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგინოს იფტიხარ ჩოუდრი. კლინტონის თანახმად, ეს პაკისტანის ხელისუფლებს დაეხმარება, მთელი ყურადღება მიაპყროს ავღანეთის საზღვართან მეამბოხეებთან ბრძოლას. მისივე თქმით, ეს “პირველი ნაბიჯია” დემოკრატიის სტაბილიზებისკენ და კანონის უზენაესობისკენ. პაკისტანის ხელისუფლება დათანხმდა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგინოს იფტიხარ ჩოუდრი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ოპოზიციასთან კონფრონტაცია.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა, შეაჩერა ისლამაბადის მიმართულებით მასობრივი საპროტესტო მსვლელობა. პაკისტანში პოლიტიკური კრიზისი ახალი მთავრობის უუნარობამ გამოიწვია, მთავრობისა, რომელმაც ვერ შეძლო დანაპირები შეესრულებინა და ჩოუდრი თანამდებობაზე აღედგინა. იგი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წინა პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა, გადააყენა.
XS
SM
MD
LG