Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამად ხათამი


ირანის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამად ხათამი

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამად ხათამი
12 ივნისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ იყრის კენჭს და თავის მხარდაჭერას უცხადებს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მირ-ჰოსეინ მუსავის. ხათამიმ ამის შესახებ თავის უებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება. ორივე კანდიდატს მსგავსი პლატფორმა აქვთ და მიმომხილველების აზრით, ისინი ზომიერ ამომრჩევლებს შუაზე გახლეჩდნენ. კონსერვატულმა პოლიტიკურმა ფრაქციამ თავის კანდიდატად პრეზიდენტი აჰმადინეჟადი დასახელა.
XS
SM
MD
LG