Accessibility links

logo-print

ნატოში საქართველოსა და უკრაინის


ნატოში საქართველოსა და უკრაინის

ნატოში საქართველოსა და უკრაინის
გაწევრიანება, უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ისთვის ამჟამად აშკარა ინტერესს არ წარმოადგენს - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელმა კომისიამ მოამზადა. ნიქსონის ცენტრის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტთა კომისიამ, რომელსაც ყოფილი სენატორები ჰარტი და ჰეიგელი ხელმძღვანელობენ, რეკომენდაციები აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის სტაბილიზაციის მიზნით შეიმუშავა. კომისია ობამას ადმინისტრაციას ურჩევს, ირანის ბირთვული პროგრამის, ავღანეთის და გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციის საკითხებში რუსეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და ახლებურად განიხილოს გეგმა, რომელიც ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგებას შეეხება. დამოუკიდებელი კომისიის ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ვაშინგტონისადმი ჯერჯერობით მტრულად განწყობილი არ არის.
XS
SM
MD
LG