Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედრო პროკურატურამ


რუსეთის სამხედრო პროკურატურამ

რუსეთის სამხედრო პროკურატურამ
სერჟანტ გლუხოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლით აღძრა. ალექსანდრ გლუხოვი, რომელმაც ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილი იანვრის ბოლოს დატოვა, ამჟამად თბილისში იმყოფება. რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა სერგეი ფრიდინსკიმ სააგენტო რია-ნოვოსტის დღეს აცნობა, რომ სერჟანტ გლუხოვის გადაცემის მოთხოვნით რუსეთი საქართველოს უახლოეს ხანში მიმართავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ალექსანდრ გლუხოვს რუსეთს ვერ გადასცემს, რადგან მან თბილისისგან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
XS
SM
MD
LG