Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გზის პირას ბომბის აფეთქების


ავღანეთში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5ი ადამიანი,

ავღანეთში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5ი ადამიანი,
მათ შორის ცნობილი პარლამენტარი დად მოჰამად ხანი, რომელიც თალიბანის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპონენტად იყო მიჩნეული. აფეთქება სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მოეწყო. დღესვე უცხოელმა და ავღანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ორი ადამიანი აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში რეიდის დროს. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მოკლულები იყვნენ შეიარაღებული ექსტრემისტები. ხოლო ადგილობრივი ოფიციალური პირის ინფორმაციით, სამხედროებმა სამოქალაქო პირები მოკლეს და 100-მდე ადგილობრივი მოსახლე შეიკრიბა მათი მოკვლის გამო პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG