Accessibility links

logo-print

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უკრაინის ლიდერებს მოუწოდა,

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უკრაინის ლიდერებს მოუწოდა,
მოაგვარონ ერთმანეთში დაპირისპირება საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან კრედიტების მისაღებად. ამ მოწოდებით ბაროზუ გამოვიდა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ. სავალუტო ფონდს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიაწოდოს თუ არა უკრაინას 16,4 მილიარდი დოლარის კრედიტის მეორე ტრანში ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში დასახმარებლად. უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი პარალიზებულია პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის დაპირისპირების გამო.
XS
SM
MD
LG