Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ ეკონომიკურ


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ ეკონომიკურ კრიზისზე მოსალაპარაკებლად.

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ ეკონომიკურ კრიზისზე მოსალაპარაკებლად.
ორდღიან მოლაპარაკებას უკავშირებენ კრიზისის წინაღამდეგ მიმართულ ზომებზე ერთიანი პოზიციის შემუშავების იმედს, ვიდრე აპრილის დასაწყისში გაიმართებოდეს ე.წ. "ოცეულის" სამიტი. საქმე ეხება მსოფლიოს 20, ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას. ბრიუსელიდან გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე სავარაუდოდ მიემხრობიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდას და ფინანსური ბაზრების უკეთ რეგულაციას. ამავე სამიტზე უნდა დააზუსტონ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტის ბოლო დეტალები. საქმე ეხება ურთიერთობას 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, მათ შორის საქართველოსთან.
XS
SM
MD
LG