Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტად კვლავ დიალოგს


საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტად კვლავ დიალოგს მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტად კვლავ დიალოგს მიიჩნევს.
ამ შინაარსის განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გააკეთა სტუდენტებთან შეხვედრისას. მან განაცხადა, რომ დიალოგი აუცილებელია როგორც შიდა პოლიტიკურ ძალებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ბაქრაძის თქმით, რუსეთს სჭირდება მხოლოდ ტერიტორიები, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ პლაცდარმად გამოიყენებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის აფხაზებისა და ოსების ყველა პრობლემა მათთან დიალოგით მოაგვაროს. ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკის, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობით, თუმცა, ეს ურთიერთობა სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
XS
SM
MD
LG