Accessibility links

logo-print

ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა


ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა

ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ობამას სიტყვებს საქმე უნდა მოჰყვეს.
ეს განცხადება გაკეთდა ბარაკ ობამას მოწოდების შემდეგ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონტაქტები ახლიდან უნდა დაიწყოს. თავის ვიდეო -მიმართვაში, რომელიც ბარაკ ობამამ ირანსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში დღეს ნავრუზობის, ახალი წლის აღსანიშნავად გააკეთა, მან განაცხადა, რომ აშშ-ის ესწრაფვის თეირანთან ახალ დიპლომატიურ კონტაქტებს, რომლებიც უნდა იყოს პატიოსანი და დაფუძნებული ორმხრივ პატივისცემაზე. ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მრჩეველი ალი აკბარ ჯავანფეკრი მიესალმა ობამას მიმართვას და თქვა, რომ ობამამ ძირეულად უნდა შეცვალოს აშშ-ის პოლიტიკა ირანისადმი. ირანსა და აშშ-ს დიპლომატიურ ურთიერთობა არ აქვთ სამი ათწლეულია უკვე.
XS
SM
MD
LG