Accessibility links

logo-print

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ისლამურ


ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკას აქვს სურვილი,

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკას აქვს სურვილი,
შეცვალოს პოლიტიკა აშშ-თან მიმართებით, თუ აშშ შეცვლის ირანისადმი დამოკიდებულებას. თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ის ვერ ამჩნევს ამის ნიშნებს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიდეო-მიმართვისა. ამ მიმართვით, რომელიც ხუთშაბათს გადაიცა, ობამა ნავრუზს - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულს - ულოცავს ირანელებს და თეირანს მოუწოდებს ახალი ურთიერთობის დაწყებისაკენ მშვიდობიანი მიზნების მისაღწევად. ნავრუზი თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება.
XS
SM
MD
LG