Accessibility links

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი შერიგების მოწოდებით გამოდიან

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი შერიგების მოწოდებით გამოდიან
პოლიტიკური კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. თუმცა, პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანისა და ოპოზიციის ლიდერ ნავაზ შარიფს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ არ გაუკეთებიათ განცხადება კონკრეტული შეთანხმების შესახებ. ამასობაში, პაკისტანში ისევ შეუდგა მუშაობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იფტიხარ ჩაუდრი,რომელიც 16 თვის წინ გადააყენეს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით. სასამართლოში მისი დაბრუნება მოჰყვა ოპოზიციური პარტიებისა და იუსრისტების მასობრივ საპროტესტი აქციებს დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით. მთავრობამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ჩაუდრის შეუძლია დაბრუნდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც გადადგა აბდულ ჰამიდ დოგარი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა პაკისტანში 2007 წელს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - მაშინდელი პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის მიერ.
XS
SM
MD
LG