Accessibility links

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნატოს მომავალი


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნატოს მომავალი გენერალური მდივანი გახდება, სავარაუდოდ

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნატოს მომავალი გენერალური მდივანი გახდება, სავარაუდოდ
დანიის პერმიერ-მინისტრი, ანდერს ფოგ რასმუსენი. ნატოს დიპლომატების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს რასმუსენის კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდელი იაპ დე ჰოოპ სხეფერის შემცვლელად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ასახელებენ, დაადასტურა, რომ რასმუსენი ფავორიტი კანდიდატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ნატოს საბოლოო არჩევანის შესახებ ცნობილი გახდება ალიანსის აპრილის სამიტზე. ახალი გენერალური მდივანი აგვისტოში შეუდგება მუშაობას.
XS
SM
MD
LG