Accessibility links

logo-print

ავღანეთში მრავალეროვანი კოალიციის ჯარისკაცებმა და


ავღანეთში მრავალეროვანი კოალიციის ჯარისკაცებმა და ავღანელმა სამხედროებმა მოკლეს

ავღანეთში მრავალეროვანი კოალიციის ჯარისკაცებმა და ავღანელმა სამხედროებმა მოკლეს
ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი ჩრდილოეთში განხორციელებული რეიდის დროს. მრავალეროვანი კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დილას განხორციელებული რეიდი მიმართული იყო "ტერორისტული ქსელის" წინააღმდეგ ყუნდუზის პროვინციაში, ტაჯიკეთთან საზღვრის სიახლოვეს. ამასობაში, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ იერიში მისი სახლის წინააღმდეგ იყო მიმართული და მოკლული პირები - ექსტრემისტები არ ყოფილან. პროვინციის პოლიციის მოადგილე აბდულ რაჰმან ახტაშის განცხადებით, 300-მდე ადგილობრივი მოსახლე შეიკრიბა რეიდის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.
XS
SM
MD
LG