Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტის უმრავლესობამ


ჩეხეთის პარლამენტის უმრავლესობამ

ჩეხეთის პარლამენტის უმრავლესობამ
ერთი ხმის უპირატესობით უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას. სამთავრობო ცენტრისტულ-მემარჯვენე უმცირესობამ წააგო კენჭისყრა ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატებთან და კომუნისტებთან, რომლებსაც უნდობლობის თაობაზე ხმის მიცემის დროს მიემხრნენ დეპუტატები, რომლებიც მმართველ ფრაქციაში შედიოდნენ. ახლა პრემიერ მირეკ ტოპოლანეკის კაბინეტი უნდა გადადგეს, მაგრამ შეასრულებს თავის მოვალეობას, სანამ პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი არ დაამტკიცებს ახალ ადმინისტრაციას, ან - არჩევნებამდე. მთავარი სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიები არ გამორიცხავენ ვადამდელ არჩევნებს.
ჩეხეთი ამჟამად, 30 ივნისამდე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG