Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ამნესტი ინტერნეშნელის” თანახმად


“ამნესტი ინტერნეშნელის” თანახმად,

“ამნესტი ინტერნეშნელის” თანახმად,
მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა გასულ წელს 90 პროცენტით მოიმატა.
“ამნესტის” ბოლო ანგარიშით, შარშან ასეთი შემთხვევების რიცხვმა მიაღწია 2390-ს. 2008 წელს მსოფლიოში სიკვდილის დასჯის შემთხვევათა 72 პროცენტი ჩინეთზე მოდის. ირანში 346 ადამიანი დასაჯეს უმაღლესი ზომით. უფლებადამცავი ორგანიზაციის თანახმად, შუა აზიაში შარშან სიკვდილით არავინ დაუსჯიათ მას მერე,რაც უზბეკეთში სასჯელის ეს ზომა გაუქმდა. ბელორუსიაში შარშან ოთხი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, რის გამოც, ეს ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც ასეთი კანონი მოქმედებს. აშშ-ში შარშან სიკვდილით დასაჯეს 37 ადამიანი, რაც ყველაზე მცირე რიცხვია 1994 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG