Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში განხორციელებულ დაპატიმრებებთან


საქართველოში განხორციელებულ დაპატიმრებებთან

საქართველოში განხორციელებულ დაპატიმრებებთან
დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს. "ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რამდენად სარწმუნოა ბრალდებები," თქვა აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, "მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები და პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტებია, ხოლო ძალადობა და დაშინება - დემოკრატიის მტრები."
XS
SM
MD
LG