Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს შსს-მ კვლავ გაავრცელა


დღეს საქართველოს შსს-მ კვლავ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მისი განმარტებით,

დღეს საქართველოს შსს-მ კვლავ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მისი განმარტებით,
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრების მიერ იარაღის შეძენის და ამავე მოძრაობის სამგორის ოფისში სამოქალაქო დაპირისპირების თაობაზე საუბრის ფაქტებს ადასტურებს. ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებს, რომლებსაც გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სახალხო მოძრაობის „საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრებს მალხაზ გველუკაშვილს და ლაშა ჩხენკელსაც, რომლებსაც გამოძიება ტერაქტის და ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ადვოკატების ცნობით, გველუკაშვილმა მხოლოდ ამბოხების ორგანიზების ბრალდება აღიარა, ჩხენკელი კი - დუმილის უფლებას იყენებს.
XS
SM
MD
LG