Accessibility links

logo-print

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალმა


ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ კრედოკმა

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ კრედოკმა
ამერიკელი სენატორები გააფრთხილა, რომ უახლოეს წლებში რუსეთთან ურთიერთობა კვლავ რთული იქნება. სენატში, შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ჯონ კრედოკმა განაცხადა, რომ შარშან აგვისტოში საქართველოში რუსეთის მოქმედება და წლევანდელი იანვრის გაზის კრიზისი ადასტურებს, რომ რუსეთს ევროპული სოლიდარობის შესუსტება და აშშ-ის გავლენის შემცირება სურს. გენერალ კრედოკის შეფასებით, აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ ცივი ომის დასრულების შემდგომი პოზიცია, თითქოს ევრაზიაში საზღვრებს საფრთხე აღარ ემუქრება, მცდარი იყო.
XS
SM
MD
LG