Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს განაცხადა, რომ


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტებისადმი მოსყიდვის და მუქარის მცდელობები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტებისადმი მოსყიდვის და მუქარის მცდელობები
არსებობს. მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიგა მაქარაშვილს ოპოზიციის სახელით მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსზე კომპრომატების შეგროვება მოსთხოვეს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი - დაემუქრნენ. გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია როგორც ამ ადამიანების ვინაობა, ასევე კონკრეტული პარტია. ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა 15 მარტს, მის სახლთან მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის თაობაზე ფლობს სხვა ინფორმაციასაც, რომელსაც ამჟამად ამოწმებს. შსს-მ უკვე განაცხადა, რომ მაქარაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
XS
SM
MD
LG