Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა დღეს


რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა დღეს გააფრთხილა უკრაინა,

რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა დღეს გააფრთხილა უკრაინა,
თავი შეიკავოს მოსკოვთან კონსულტაციის გარეშე საკუთარი გაზსადენების მოდერნიზაციისგან. გაზპრომის სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა, ოლეგ აკსიუტინმა თქვა, რომ ნებისმიერი თვითნებური ცვლილება მაშინვე გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საექსპორტო მიწოდებაზე, არამედ რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გაზის მოპოვების პროცესზეც და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს მთელი ევრაზიის ტერიტორიისთვის. ორშაბათს ევროპის კავშირმა ვალდებულება იკისრა, უკრაინას დაეხმაროს გაზსადენების ქსელის მოდერნიზაციაში. სანაცვლოდ კიევმა პირობა დადო, უფრო გამჭვირვალედ აწარმოოს საკუთარი ენერგოსექტორის მართვა.

XS
SM
MD
LG