Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ თანახმაა, მონაწილეობა


ირანმა განაცხადა, რომ თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში,

ირანმა განაცხადა, რომ თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში,
რომელიც ავღანეთის მომავალს ეძღვნება. კონფერენცია 31 მარტს გაიმართება ჰააგაში. მასში მონაწილეობენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და 80-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის პაკისტანის, დელეგატები. ირანს მიწვევა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაუგზავნა ევროპაში ვიზიტისას და ის განიხილება, როგორც ობამას ადმინისტრაციის კონკრეტული ნაბიჯი ირანთან დიალოგის დასაწყებად. ირანის საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოტაკის სიტყვები, რომ მეზობელ ავღანეთში კრიზისის მოგვარების რეგიონული გზა უნდა გამოინახოს. ცნობაში არ არის ნათქვამი, თავად მოტაკი დაესწრება თუ არა კონფერენციას.

XS
SM
MD
LG