Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ანტისარაკეტო ელემენტების ჩეხეთსა


შეერთებული შტატები ანტისარაკეტო ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებაზე უარს არ ამბობს.

შეერთებული შტატები ანტისარაკეტო ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებაზე უარს არ ამბობს.
ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გორდონ დაგვიდმა. მისი განცხადებით, ირანიდან სარაკეტო თავდასხმის საშიშროება არ შემცირებულა. მაგრამ თუ საფრთხე შემცირდა, ვაშინგტონის გეგმებიც შეიცვლება:

”ჩვენ განვალაგებთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, თუ მივალთ დასკვნამდე, რომ ის ეფექტური იქნება ფიზიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე დანახარჯების ეფექტურობით. უკვე განვაცხადეთ, რომ თუ საფრთხე და მისი შეფასება შეიცვლება, მაშინ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, ასეთ ვითარებაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგება ძველებურად შეესაბამება თუ არა ჩვენს მიზნებს.”
XS
SM
MD
LG