Accessibility links

logo-print

სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი


სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ არ უარყო, რომ კიევში ყოფნისას რუსეთში

სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ არ უარყო, რომ კიევში ყოფნისას რუსეთში
მცხოვრებ ბიზნესმენ შალვა ბრეუსს შეხვდა.
ბადრი ბიწაძემ განაცხადა, რომ კიევში მართლაც იმყოფებოდა და მეგობრებს შეხვდა, მაგრამ ეს არ არის იმის დამამტკიცებელი, რომ მას რუსეთი აფინანსებს და ამ ფულით იარაღს ყიდულობს.
მან აღნიშნა, რომ ბრეუსს სრულიად არ აინტერესებს არც პოლიტიკა და არც 9 აპრილის აქცია და მასთან ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა, - დასძინა ბიწაძემ.
უკრაინული ინტერნეტგამოცემა „გრომის“ ინფორმაციით, კიევში, რესტორან “ველვეტში”, 13 მარტს ერთმანეთს ბადრი ბიწაძე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შალვა ბრეუსი და „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის, მეგობარი თეიმურაზ მამჯათი შეხვდნენ. „გრომის“ ვერსიით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი იყო 9 აპრილის აქციასა და საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე. ინტერნეტგამოცემამ ამ შეხვედრის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG