Accessibility links

logo-print

საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ქარელის


საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ქარელის რაიონის სოფელ დვანთან, ნაღმზე აფეთქდა

საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ქარელის რაიონის სოფელ დვანთან, ნაღმზე აფეთქდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანა. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართვლოს ერთი თანამშრომელი, დაიჭრა ოთხი. შიდა ქართლში ოკუპირებულ ტერიტორიასთან ამ აფეთქებას მორიგი ინციდენტიც მოჰყვა: როცა შემთხვევის ადგილას დასახმარებლად მივიდა ორი პოლიციელი, აფეთქდა მორიგი ნაღმი. დაიჭრა ორივე პოლიციელი. ისინი, წინა ინციდენტის დროს დაჭრილებთან ერთად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
XS
SM
MD
LG