Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი


მსოფლიოს მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ლიდერები

მსოფლიოს მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ლიდერები
გამოდიან მოწოდებით, გაუმჯობესდეს გლობალური საფინანსო სისტემის კონტროლი. გუშინ ჩილეში გამართულ შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და სხვა ლიდერებმა გამოთქვეს შეფასება, რომ საფუძვლიანი რეფორმები აუცილებელია მორიგი საფინანსო დაღმასვლის თავიდან ასაცილებლად. მათი სურვილია, "ოცეულის" - ანუ მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის სამიტზე, რომელიც სულ მალე ლონდონში უნდა გაიმართოს, მიაღწიონ ერთსულოვნებას ასეთ რეფორმებზე. მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეფასება, რომ არსებობს ზედმეტი რეგულაციის საფრთხე და რომ თავისუფალ ბაზარს უნდა შეეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება. ამ საკითხზე დისკუსიის ფონია ევროპაში გამართული მანიფესტაციები, მიმართული ეკონომიკური კრიზისის წინაღამდეგ.
XS
SM
MD
LG