Accessibility links

სოფელ დვანთან მოწყობილი აფეთქებები მკაცრად


სოფელ დვანთან მოწყობილი აფეთქებები მკაცრად დაგმეს ეუთომ და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ.

სოფელ დვანთან მოწყობილი აფეთქებები მკაცრად დაგმეს ეუთომ და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ.
საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, მისიის ხელმძღვანელი, ჰანს-იორგ ჰაბერი შეშფოთებას გამოთქვამს დღევანდელი აფეთქებების გამო და თავდასხმა მიაჩნია სარკოზი-მედვედევის შეთანხმებების სრულიად მიუღებელ დარღვევად. განცხადებაში გამოთქმული შეფასებით, სწრაფად უნდა განხორციელდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, რომელიც მოწონებულ იქნა ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის დროს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფად განხორციელებას საჭიროებაზეა საუბარი ეუთოს საგანგებო პრეს-რელიზშიც. ეუთოს მორიგე თავმჯდომარის სპეცწარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, ისევე როგორც ჰანს-იორგ ჰაბერი, გადაჭრით გმობს გმობს აფეთქებებს. ორივე განცხადებაში გამოხატულია თანაგრძნობა მოკლული პოლიციელის ოჯახის მიმართ.
XS
SM
MD
LG