Accessibility links

logo-print

ერაყის დედაქალაქსა და რამდენიმე პროვინციაში


ერაყის დედაქალაქსა და რამდენიმე პროვინციაში დღევანდელი აფეთქებების შედეგად,

ერაყის დედაქალაქსა და რამდენიმე პროვინციაში დღევანდელი აფეთქებების შედეგად,
სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა. უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, 5 სამოქალაქო პირის და ერთი მცველის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ, რომელიც მიმართული იყო ნავთობმრეწველობის ერთ-ერთი ობიექტის წინააღმდეგ ქალაქ ბასრაში. ბაღდადში ორი ადამიანი დაიღუპა ავტომანქანის აფეთქების შედეგად სუნიტურ უბანში, დაიჭრა 8 კაცი. დღესვე უფრო ადრე, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიჭრა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულთან ბაზარში მოწყობილი აფეთქების დროს.
XS
SM
MD
LG