Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის პაკისტანის ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს,

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის პაკისტანის ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს,
ვიდრე მიმართავდეს ზომებს პაკისტანში ტერორისტების წინააღმდეგ. ობამას თქმით, ავღანეთის ახალი სტრატეგია არ ცვლის პაკისტანის სუვერენობისადმი დამოკიდებულებას. ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ობამა ერაყის მიმართ პოლიტიკასაც შეეხო. მისი განმარტებით, ის დაიცავს ერაყიდან გასვლის გეგმას, მაგრამ მის განხორციელებას არ დააჩქარებს. გეგმა ითვალისწინებს ერაყში შეერთებული შტატების საბრძოლო ოპერაციების დასრულებას მომავალი წლის 31 აგვისტომდე. 2011 წლის მიწურულისთვის კი ერაყი აშშ-ის მთელმა სამხედრო კონტინგენტმა უნდა დატოვოს.
XS
SM
MD
LG