Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეუთოს მეთვალყურეობის მომხრეა


რუსეთი, როგორც მოსკოვი უწოდებს, ქართულ-ოსურ საზღვარზე ეუთო-ს სადამკვირვებლო საქმიანობის მომხრეა. როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისი თქმით, ეუთო-ს მონიტორინგი მიმდინარე მოვლენების ობიექტური სურათის შექმნას შეუწყობს ხელს. „ეუთო-ში რუსეთის დელეგაციამ წინადადება შეიტანა, რომ ამ რაიონში ორი მუშა ჯგუფი შეიქმნას. ერთი ოცკაციანი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე გააგრძელებდა მუშაობას, მეორე – რვაკაციანი ჯგუფი კი სამხრეთ ოსეთის რაიონებში“, - განაცხადა კარასინმა. მისი განმარტებით, ორივე ჯგუფმა თანხმობა შესაბამისად, თბილისიდან და ცხინვალიდან უნდა მიიღოს. კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ინიციატივას ქართული მხარე ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG