Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩურკინი: დამოუკიდებლობის აღიარება მოსკოვის მიზანი არ უნდა იყოს


გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება მიზნად არ უნდა დაისახოს. მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მთავარი რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების აღიარებაა, რადგან ეს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგალური საშუალებაა. ჩურკინის შეფასებით, კონფლიქტების მოგვარების მხრივ გაეროს როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის პოზიცია მას შემდეგ შეირყა, რაც ამ გაერთიანებამ ბელორუსიისგან მოითხოვა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს.
XS
SM
MD
LG