Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარტრაიტი: აშშ საქართველოს სამხედრო ტექნიკის აღდგენაში დაეხმარება


დღეს თბილისს ესტუმრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი ჯეიმს კარტრაიტი. მისი თქმით, შერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარს, რათა საქართველოს დახმარება აღმოუჩინს ახალი სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ეს განცხადება მან გააკეთა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად აღადგენს თავის არმიას. ამერიკელი სტუმარი ეწვია გორსაც, სადაც მან მოინახულა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი.
XS
SM
MD
LG