Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგი სამ საკითხზე შესთავაზა. უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნებით ითანამშრომლოს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვალ ელის სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც დემოკრატიული რეფორმების კოორდინატორიცაა. შაშკინმა დღეს განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგად დიალოგის თემების გამო სქემა მომზადდება. ინიციატივის საპასუხოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის ერთადერთი თემა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაა.
XS
SM
MD
LG