Accessibility links

logo-print

მერკელი და მედვედევი მოლაპარაკებებს მართავენ


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ბერლინში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ევროპის ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხები. მედვედევმა მერკელთან ერთად პრესკონფრენეციაზე თქვა, რომ რუსეთისთვის რთულია უკრაინას საფინანსო კრედიტი მისცეს, სანამ გაზის ტრანსპორტირების საკითხი არაა მოგვარებული. მედვედევის თქმით, მოსკოვი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ საკვანძო საკითხზე, როგორიცაა უკრაინის მილსადენების განახლება, სანამ სესხის მიცემა დაიწყებოდეს. მედვედევი თვლის, რომ რუსეთი უკრაინასა და ევროკავშირს შორის გარიგების მონაწილე უნდა იყოს .
XS
SM
MD
LG