Accessibility links

logo-print

ობამა ევროპულ ტურნეს იწყებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის პირველ ევროპულ ტურნეს იწყებს. დღეს ობამა ბრატანეთში ჩავიდა. რვა დღის მანძილზე ის მოინახულებს ხუთ ქვეყანას. პირველი ვიზიტი შედგება ლონდონში, სადაც ის ხუთშაბათს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ ისაუბრებს დიდი ოცეულის ლიდერთა შეხვედრაზე. ობამა ლონდონშივე შეხვდება რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს. 3-4 აპრილს ის დაესწრება ნატოს საიუბილეო სამიტს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგსა და გერმანიის ქალაქ კელში ჩატარდება. ამის შემდეგ ის პრაღაში მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტში. ტურნე დასრულდება თურქეთში.
XS
SM
MD
LG