Accessibility links

logo-print

ბენიამინ ნეტანიაჰუმ ახალი კაბინეტი წარმოადგინა


ისრაელის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ თავისი ახალი მთავრობა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ის ესწრაფვის მშვიდობას არაბულ და ისლამურ სამყაროსთან. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ისრაელის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მას პალესტინის ავტონომიასთან ურთიერთობის კონტექსტში არ უხსენებია “ორი სახელმწიფოს” პრინციპი, რაც ისრაელის გვერდით პალესტინელთა სახელმწიფოს არსებობას გულისხმობს. ნეტანიაჰუ სათავეში ჩაუდგება ძირითადად მემარჯვენე მიმართულების კაბინეტს, რომლის შემადგენლობაში შედიან ულტრანაციონალისტური ისრაელ ბეითენუ და ულტრარელიგიური შასის პარტია, ასევე მისი საკუთარი ლიკუდი და მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია.
XS
SM
MD
LG