Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: კრიზისი ერთად უნდა დავძლიოთ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობა ყველა ქვეყანას ერთად აკისრია. ბრიტანეთის პრემიერთან, გორდონ ბრაუნთან ერთად პრესკონფრენეციაზე მან თქვა, რომ აშშ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მან მსოფლიოს მოუწოდა, უარი უთხრას პროტექციონიზმს. მისივე თანახმად, ლონდონში ხვალისთვის დაგეგმილ “ოცეულის” შეხვედრაზე, ყველა მონაწილე ქვეყანა უნდა დაეყრდნოს საერთო საფუძველს და არა აზრთა დროებით სხვადასხვაობას.
XS
SM
MD
LG