Accessibility links

მოსკოვში ადამიანის უფლებების დამცველი სცემეს


რუსეთში ადამიანის უფლებების წამყვან დამცველს თავს დაესხნენ და სერიოზულად სცემეს. “ინტერფაქსი” იუწყება, რომ ლევ პონომარიოვი “სერიოზულ მდგომარეობაში” მიიყვანეს საავადმყოფოში სამშაბათს ღამით მას მერე, რაც მას თავს დაესხნენ მის სახლთან. “ჰიუმენ რაიტს უოჩის” ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა, ტატიანა ლოკშინამ განაცხადა, რომ თავდასხმა გვიჩვენებს, თუ როგორ მიუღებელ ვითარებაში უწევს მოქმედება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას. სხვა უფლებადამცავი ჯგუფის, “სოვას” ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვერხოვსკიმ, პონომარიოვზე თავდასხმა შეაფასა, როგორც "საგანგაშო სიგნალი" და თქვა, რომ “ჩანს, მისმა საქმიანობამ ვიღაცის ინტერესებს ავნო”.
XS
SM
MD
LG