Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და მედვედევმა პირველი შეხვედრა გამართეს


ლონდონში დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და დმიტრი მედვედევის მოლაპარაკება გაიმართა. პრეზიდენტებმა ორი ერთობლივი განცხადება მიიღეს – სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებისა და რუსეთი-ამერიკის ურთიერთობების შესახებ.
მათ გადაწყვიტეს, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების ახალი პლატფორმის შესამუშავებლად, დაიწყება მთავრობათა შორის მოლაპარაკება, რათა დოკუმენტი დეკემბრამდე მიიღონ. მედვედევი და ობამა შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართოს ივლისში, მოსკოვში. ობამამ მედვედევის მიპატიჟება მიიღო. ბარაკ ობამს და დმიტრი მედვედევი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ორ ქვეყანას შორის მტრობის ერა რა ხანია დასრულდა. განცხადებაში მხარეები აღიარებენ საერთო ინტერესების ქონას, რის გამოც მათ შეიმუშავეს არსებითი დღის წესრიგი, რომელიც მომავალ თვეებსა და წლებში უნდა განვითარდეს. ობამამ და მედვედევმა გადაწყვიტეს, ერთად იმუშაონ სტრატეგიული სტაბილურობის, საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროებში და ერთობლივად დაძლიონ თანამედროვე გლობალური გამოწვევები, ამასთან, ღიად და გულწრფელად გამოხატონ უთანხმოებები, ერთმანეთის თვალსაზრისის პატივისცემის და აღიარების სულისკვეთებით.
XS
SM
MD
LG