Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი, ობამა: აგვისტოს და სექტემბრის შეთანხმებები მნიშვნელოვანია


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და რუსეთი იწყებენ დიალოგს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. მართალია, მხარეებს განსხვავებული აზრი აქვთ გასულ აგვისტოში სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენების თანმიმდევრობაზე, ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მცდელობას დღევანდელი არასტაბილური ვითარების მშვიდობიანი და ხანგრძლივი მოგვარების მიზნით. "ვითვალისწინებთ რა, - წერია განცხადებში, - რომ ამ თემაზე არსებითი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაინც ხაზგასმით აღვნიშნავთ შარშან, 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი დოკუმენტის, 8 სექტემბრის შეთანხმებისა და სხვა მოქმედი შეთანხმებების მნიშვნელობას და ვესწრაფვით ეფექტიან თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად ჟენევის მოლაპარაკების ფორმატით.

XS
SM
MD
LG