Accessibility links

აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხში სერიოზული უთანხმოებაა


ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის მოლაპარაკების დროს იყო სერიოზული უთანხმოება საქართველოს საკითხში. ამ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრეზიდენტმა ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადაო, ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი. მისივე თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გავლენის სფეროების” ცნება მიუღებელია 21-ე საუკუნეში, ეს იდეა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
XS
SM
MD
LG