Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერმანი მშვიდობისთვის აუცილებლად მიიჩნევს "ჰამასის" განიარაღებას


ისრაელის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის შეფასებით, პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში წინსვლა რთული იქნება, სანამ შეიარაღებული მოძრაობა “ჰამასი” აკონტროლებს ღაზის სექტორს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა გაზეთ “ჰაარეცთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პალესტინელები “პირველ რიგში ტერორს უნდა დაუპირისპირდნენ, კონტროლი დაამყარონ ღაზაზე და მოახდინონ "ჰამასის" დემილიტარიზაცია”. გუშინ ლიბერმანმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს თავის მთავრობას ვალდებულად, დაიცვას პალესტინელებთან 2007 წელს დადებული შეთანხმება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე. გუშინვე შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კვლავინდებურად მხარს უჭერს პალესტინელების სახელმწიფოს შექმნას.
XS
SM
MD
LG