Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა საპასუხო ზომით იმუქრება, თუ მისი რაკეტა ჩამოაგდეს


ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყება დაუყოვნებლივი საპასუხო ზომით იმუქრება, თუ რაიმეს მოიმოქმედებენ საიმისოდ, რომ ჩამოაგდონ რაკეტა, რომლის გაშვებასაც ფხენიანი რამდენიმე დღეში აპირებს. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამხედრო წარმომადგენლებმა დაასახელეს იაპონია, შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ის 4-დან 8 აპრილამდე პერიოდში თანამგზავრს გაუშვებს ორბიტაზე. მაგრამ იაპონია, შეერთებული შტატების და სამხრეთი კორეა შიშობენ, რომ ფხენიანი სინამდვილეში აპირებს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდას.
XS
SM
MD
LG