Accessibility links

სამხრეთ ავღანეთში 20-მდე ექსტრემისტი მოკლეს


ავღანეთში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, 20-მდე ექსტრემისტი მოკლეს სამხრეთ ავღანეთში საჰაერო იერიშის შედეგად. ამ წყაროს ცნობით, ავღანელმა ჯარისკაცებმა და მრავალეროვანი კოალიციის წევრებმა საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც მათ ერთობლივ პატრულზე ათობით მეამბოხემ მიიტანა იერიში ჰელმანდის პროვინციაში. ამავე რეგიონში შეტაკებების შედეგად, წინა დღეებში 31 ექსტრემისტი მოკლეს. ჰელმანდის პროვინცია ექსტრემისტების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, იმვადროულად მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ოპიუმის წარმოების მოცულობით.
XS
SM
MD
LG